თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოადგენს იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტების პრეზენტაციასა და კონცერტს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო თანამედროვე კრემონელი (იტალია) ოსტატების სიმებიანი ინსტრუმენტები, რომელთა დათვალიერებაც მსურველებს ადგილზე შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ კონცერტზე, ორკესტრის ყველა მუსიკოსი, სწორედ ამ ინსტრუმენტებით შეასრულებს საკონცერტო პროგრამას.
მონაწილეები:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა
დირიჟორი: ნურჰან არმანი (კანადა)
დასაწყისი:
18:30 – იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტების პრეზენტაცია
19:00 – კონცერტი
პროგრამა:
I განყოფილება
ანტონიო ვივალდი (1678–1741) – სინფონია, სოლ მაჟორი, RV 146
I. Allegro II. Andante III. Allegro
ედვარდ ელგარი (1857–1934) – სერენადა სიმებიანებისთვის, მი მინორი, თხზ. 20
I. Allegro piacevole II. Larghetto III. Allegretto
სულხან ნასიძე (1927–1996) – კამერული სიმფონია №3
შესვენება
II განყოფილება
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756–1791) – ზალცბურგის სიმფონია №3 ფა მაჟორი, K. 138
I. Allegro II. Andante III. Presto
დმიტრი შოსტაკოვიჩი (1906–1975) – კამერული სიმფონია დო მინორი, თხზ. 110a
I. Largo II. Allegro molto III. Allegretto IV. Largo V. Largo