პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში

პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში

პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.10.2026
შაბათი
10:00

აღწერა

ISUOG-ის მიერ აკრედიტებული კურსი: „პრენატალური ულტრაბგერითი კვლევა კლინიკურ პრაქტიკაში“

🩺 Ultrasound Academy Association (საქართველო) გიწვევთ ISUOG-ის მიერ აკრედიტებულ ერთდღიან სასწავლო კურსზე — Prenatal Ultrasound in Clinical Practice, რომელიც თბილისში გაიმართება.

ეს არის საქართველოში პირველი ISUOG Approved Course, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას პრენატალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სფეროში და ცოდნის გაზიარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტებისთვის.

კურსის პროგრამა

კურსი დაფუძნებულია ISUOG-ის კლინიკურ გაიდლაინებზე და მოიცავს:

🔹 ორსულობის I და II ტრიმესტრის ულტრაბგერით კვლევას;

🔹 ნაყოფის ანატომიის სისტემურ შეფასებას;

🔹 ქრომოსომული ანომალიების ულტრაბგერით მარკერებს;

🔹 ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის შეფასებას;

🔹 ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიას;

🔹 დოპლერულ ულტრასონოგრაფიას;

🔹 ნაყოფის ზრდის შეფერხების (Fetal Growth Restriction) დიაგნოსტიკას;

🔹 მრავალნაყოფიანი ორსულობის ულტრაბგერით სკრინინგს.

სწავლების ფორმატი

👨‍🏫 საერთაშორისო ექსპერტების ლექციები;

💬 ინტერაქტიული დისკუსიები;

🖥 პრაქტიკული დემონსტრაციები.

კურსს გაუძღვებიან ISUOG-ის ელჩები (Ambassadors) და საერთაშორისო ფაკულტეტის წევრები, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე კლინიკურ გამოცდილებას.

კურსი განკუთვნილია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მეან-გინეკოლოგებისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას.

ℹ️ დამატებითი ინფორმაცია:

https://share.google/X44KN9wOKpLUqvZPO

ფოტო და ვიდეო

პრენატალური ულტრასონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში