რობერტ ეგერსმა („შუქურა“, „ჯადოქარი“) მთელი ათი წელი მუშაობდა საკუთარ ვერსიაზე – ვამპირულ კოშმარზე.
1930-იანი წლები. გრაფი ორლოკი ცდილობს შეიძინოს მამული გერმანულ ქალაქ ვისბორგში. საბუთების გასაფორმებლად ტრანსილვანიაში მიემგზავრება ახალგაზრდა რიელტორი თომასი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ელენზე (ლილი-როუზ დეპი, ჯონი დეპის ქალიშვილი). გოგონა ვამპირ-არისტოკრატს უცნაურად იზიდავს – მათ შორის იდუმალი კავშირი არსებობს.
ეგერსის ბნელი და შთამბეჭდავი გოთიკა, სადაც მთავარი როლი მონსტრს კი არა, ქალ გმირს ეკუთვნის, მსოფლიო პრესამ აღფრთოვანებით მიიღო (Rotten Tomatoes-ზე 84% „სიხალე“) და გახდა რეჟისორის ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარი.