„მკვლელობის აქტში“ ოპენჰაიმერმა ინდონეზიელ მკვლელებს, რომლებიც 1960-იან წლებში კომუნისტების გენოციდში მონაწილეობდნენ, შესთავაზა, გაეთამაშებინათ თავიანთი ყველაზე „საყვარელი“ მკვლელობის სცენები. „სამყაროს დასასრულში“ ის თეატრალიზაციას აკავშირებს შეუნდობელობასთან და საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებასთან – მონაწილეობის მიღებას უნივერსალურ ტრაგედიაში. პერსონაჟები, რომლებმაც გამანადგურებელი სასოწარკვეთა იწვნიეს, სიმღერას იწყებენ, თანაც სხვადასხვა ტონალობებსა და ტემბრებში.
ფილმი ვერც კანის და ვერც ვენეციის ფესტივალზე ვერ მოხვდა და კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ასე რომ, თავად გადავწყვიტოთ, გამოუვიდა თუ არა ავტორს ექსპერიმენტი ახალ ჟანრში.