იურიდიული კომპანია „Nexis Group” წლებია წარმატებით ოპერირებს ქართულ სამართლებრივ ბაზარზე. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება სამართლის ყველა მიმართულებით, კერძოდ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში.
ამჟამად, კომპანია „Nexis Group“ აცხადებს მიღებას პრაქტიკულ კურსზე ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს იურიდიულ სფეროში პრაქტიკული უნარების განვითარება.
შემეცნებითი და პრაქტიკული კურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პირთა სრულფასოვან მომზადებას, რათა დამოუკიდებლად ჩაერთონ იურიდიულ საქმიანობაში. კურსი ორიენტირებულია მომავალი იურისტებისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან პროფესიულ მზადყოფნას.
კურსი მოიცავს ადვოკატისთვის აუცილებელი ყველა ძირითადი უნარისა და ჩვევის განვითარებას, მათ შორის:
• სარჩელისა და შესაგებლის მომზადებას;
• ხელშეკრულებების შედგენას;
• სასამართლოსთვის დოკუმენტაციის მომზადებას;
• სასამართლო პროცესებზე დასწრებას;
• რეალურ ქეისებთან მუშაობას;
• კლიენტებთან შეხვედრებს;
• სასამართლოსთან კომუნიკაციას.
კურსის დეტალები:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლეონიძის ქ.N2 ( თავისუფლების მოედანი)
ადგილების რაოდენობა: 4
კურსის ყოველთვიური ღირებულება: 500 ლარი
გრაფიკი: კვირაში 3 დღე, მორგებული გრაფიკით.
კურსი ხელმისაწვდომია ყველასთვის ასაკის მიუხედავად, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ PDF ფორმატში თქვენი სამოტივაციო წერილი და დეტალები ( სახელი, გვარი, ტელეფონი, მეილი, უნივერსიტეტი და კურსი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@nexislegal.ge
გისურვებთ წარმატებებს,
კომპანია - „Nexis Group”
Tbilisi, Leonidze St. #2
+995 579 00 61 52
Info@nexislegal.ge
https://www.nexislegal.ge