საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები

საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები

საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები
ბილეთის ფასი
დან380 ₾
ქართული

აღწერა

სამართლის აკადემია აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას ტრენინგზე „საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები“.


ტრენინგს გაუძღვება სოფიო მაჭავარიანი - GSTLegal-ის მმართველი პარტნიორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ტრენინგი მოიცავს 8 საათს და ჩატარდება 2 დღის განმავლობაში. შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით, 16 მაისს (4 საათი) და 17 მაისს (4 საათი), 10:00-14:15 საათზე.

შეხვედრის თემებია:


16 მაისი

- სპეციალური შემოწმების/აუდიტორის დანიშვნის წინაპირობები და პრაქტიკული ასპექტები;

- კომპანიის დაშლის წესი და წინაპირობები;

- კომპანიიდან პარტნიორის გასვლა და გარიცხვა;

- ,,გონივრული სამართლებრივი მოლოდინის“ გავლენის პერსპექტივა პრაქტიკაში;

- აქციების გამოსყიდვის უფლების პრაქტიკული ასპექტები;

- პარტნიორის ხმის უფლება და მისი შეზღუდვა.

- სამეწარმეო რეესტრის მხრიდან შექმნილი წინაღობები 2026 წლის პირველ აპრილს ამოქმედებული დებულებიდან გამომდინარე - კანონთან შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულება;

- კომპანიის რეგისტრაციის შეჩერების პროცესში/ლიკვიდაციის/გაკოტრების შედეგად მისი დელიქტუნარიანობა და საპროცესოუნარიანობა;

- პარტნიორთა რიგითი/რიგგარეშე პარტნიორთა კრების მოწვევის წესი და მისი შედეგები;

- ნოტარიუსის ჩართულობის სტანდარტი კრების ოქმის დამტკიცებისას;

- დირექტორის მხრიდან უარის თქმა დირექტორობაზე - თავისუფალი შრომის უფლება თუ გარკვეული შეზღუდვა? პრაქტიკული მაგალითების განხილვა - ორი დირექტორის არსებობისას, ერთი დირექტორის არსებობისას, გადახდისუუნარობის პროცესში;

- სასამსახურო ხელშეკრულება და მისი შედარება შრომისსამართლებრივ ნორმებთან.


17 მაისი

- ე.წ პრაქტიკაში არსებული ინვესტირების ხელშეკრულების პრაქტიკული გამოწვევები და მისი შედეგები;

- გარკვეული დებულებები პარტნიორთა ხელშეკრულებებში და მათი პრაქტიკული დანიშნულება;

- ,,Drag-along right“ - უმრავლესობის მიერ მინორიტართა იძულებითი გაყოლა აქციების/წილების გაყიდვაზე, იგივე პირობებითა და ფასით;

- „Tag along right“ - მინორიტარს აქვს უფლება შეეყოლოს უმრავლესობის გაყიდვას და გაყიდოს წილი იმავე პირობებით;

- „Put option“ - უფლება გაყიდო შენი წილი/აქციები წინასწარ განსაზღვრულ პირობებში, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია შეიძინოს;

- „Call option“ - უფლება შეიძინო აქტივი წინასწარ განსაზღვრული პირობებით; მეორე მხარე ვალდებულია გაყიდოს;

- სასამართლოს ჩართულობა სამეწარმეო პროცესებში, საპროცესო კანონმდებლობის რეგულაციები.

- სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, პასუხისმგებლობის ფარგლები და სტანდარტი საკორპორაციო სამართალში;

- მტკიცება და მტკიცების ტვირთის განაწილება საკორპორაციო დავების წარმოებისას;

- ქმედითი სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიებები საკორპორაციო დავებში;

- დერივაციული სარჩელის წარმოების პრაქტიკული სირთულეები საქართველოში (დავის წარმოება ადმ. ორგანოს, დებიტორების ა.შ მიმართ);

- გამჭოლი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი და მისი გამოყენების არსებითი წინაღობები პრაქტიკაში;

- Business judgement rule-ის სტანდარტი დავების წარმოებისას.


ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სამართლის აკადემიის სერტიფიკატს.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია 13 მაისის ჩათვლით. 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 380 ლარს.

ბილეთის შეძენის შემდეგ დაუკავშირდით სამართლის აკადემიას - info@lawacademy.ge; 511779969

ფოტო და ვიდეო

საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული ასპექტები

ადგილი