ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი”

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი”

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი”
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.02.2026
ოთხშაბათი
20:00
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი „მეტეხი“ — მსოფლიოში პირველი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელმაც გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა… წარმოგიდგენთ ერთაქტიან ქორეოგრაფიულ სპექტაკლს — „უკვდავნი“.

ეს არის სცენური მოგზაურობა საქართველოში, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ხოლო ფოლკლორის მაგიური ძალა ახალ სიცოცხლეს იძენს ახალგაზრდა თაობის შესრულებაში.

სცენაზე გაცოცხლდება ძველი და ახალი ქართული ცეკვის გამორჩეული ნიმუშები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა ჩვენი კულტურული სახე.

„უკვდავნი“ არის მოძრაობაში გადმოცემული ისტორია — ვინც ცეკვავს, ის ცოცხლობს.
 

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით ფოცხიშვილი

რეპეტიტორ-ქორეოგრაფი: ნინო ქართველიშვილი

მუსიკა: დავით ფოცხიშვილი

მუსიკალური არანჟირება: ემზარ შერვაშიძე

განათების რეჟისორი: დავით სუხიშვილი

სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
 

ხანგრძლივობა 60 წთ.

ფოტო და ვიდეო

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი”

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება