ფოთიმარათონი 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფოთიმარათონი 2026

ფოთიმარათონი 2026

ფოთიმარათონი 2026
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.05.2026
კვირა
09:00
30 ₾ - 70
30 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

31 მაისს ქალაქი ფოთი მეორედ უმასპინძლებს ნახევარმარათონს!
 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიონ სამი დისტანციიდან ერთ-ერთი:

● 5 კმ

● 10 კმ

● ნახევარმარათონი (21.097 კმ)
 

ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.
 

მარათონის დღეს სარბენი ნომრების გაცემისა და ნივთების ჩაბარების პუნქტები იმუშავებს 07:30-დან 08:30-მდე.
 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფოთიმარათონის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის თანხა არ დაბრუნდება და სრულად გადაირიცხება შერჩეული ბენეფიციარის სასარგებლოდ. ასევე, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პირადი მიზეზით განაცხადის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ არის შესაძლებელი.
 

მარშრუტები:

5 კმ - https://www.strava.com/routes/3473660198350083140

10 კმ - https://www.strava.com/routes/3473666390702185540

ნახევარმარათონი - https://www.strava.com/routes/3337363455666832452
 

ბილეთები:

● 5 კმ - 30 ლარი

● 10 კმ - 50 ლარი

● ნახევარ მარათონი - 70 ლარი
 

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, წესების დარღვევის შემთხვევაში, მონაწილეს დააკისროს დროითი ჯარიმა ან მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია შემდეგი გარემოებებისას:

● მარკირებული მარშრუტიდან გადახვევა, დაუდევრობით ან განზრახ, გზის დამოკლების ან დაგრძელების მიზნით

● გარბენის დროს სანომრე ნიშნის გარეშე მონაწილეობა ან ნომრის არამკაფიოდ ხილვადობა

● სხვა მონაწილის ნომრით სირბილი

● ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სავალდებულო აღჭურვილობის რომელიმე კომპონენტის არქონა

● ჩეკპოინტის გამოტოვება

● მარკირების დაზიანება ან ჩამოხსნა

● ორგანიზატორების ან მოხალისეების მითითებების დაუმორჩილებლობა

● არასპორტული ქცევა

● გარემოს დანაგვიანება
 

ასპარეზობიდან ფინიშამდე გამოთიშვის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ამის შესახებ უახლოეს ჩეკპოინტზე ორგანიზატორებს აცნობოს.
 

ყველა სახის საჩივარი (საპრიზო ადგილებთან, დისკვალიფიკაციასთან, შედეგებთან და სხვასთან დაკავშირებით) მიიღება ელექტრონულად მისამართზე: run@traillab.ge, წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება.
 

ორგანიზატორი: ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”)
 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

ფოთიმარათონი 2026

ადგილი

Poti

ფოთი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მდებარეობს მდინარე რიონის შესართავთან, შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთში მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უდიდესი одноименный პორტი. ქალაქი ფოთი დაარსდა ანტიკური ბერძნული ქალაქის — მილეტელთა კოლონიის, ფასისის — ადგილას.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება