აღწერა
..„მართალია, ჩვენ წმინდანები არა ვართ, თუმცა ჩვენ შეხვედრა გვქონდა დანიშნული აქ, ამ ადგილას და მოვედით“...
სემუელ ბეკეტის ტექსტების მიხედვით დადგმული მონო სპექტაკლი მოგვითხრობს ერთი ადამიანის უკიდეგანო, ტრაგიკული, სიღრმისეული სამყაროს შესახებ. სპექტაკლი მაყურებლის პერსონაჟთან შეხვედრაა, მასთან ერთად დროში მოგზაურობა, მის მიერ განვლილისა და განცდილი ცხოვრების გაზიარება, ბედნიერი და ტრაგიზმით აღსავსე ყოფიერების განცდა.
სპექტაკლის სცენიური გაფორმება აბსტრაქტული სივრცეა, სადაც ესთეტიურად ერწყმის ერთმანეთს მხატვრის მიერ შექმნილი ელემენტები: გიგანტური ქვა, ქაღალდის ჩიტები, შორეულ სიღრმეში ჩაძირული ზეცა.