იტალიელი ასი მეტსახელად პორკო როსო — პირველი მსოფლიო ომის გმირი და ქალების გულთამპყრობელი, რომელმაც უარი თქვა დუჩეს სამსახურზე — თავის ალისფერ ჰიდროპლანზე მისერავს ადრიატიკის ცაზე, თან მელანქოლიურად უგულებელყოფს ხელისუფლების მცდელობებს, დააკავოს ის „მამულის ღალატის, საზღვრების დარღვევის, პესიმიზმის, პორნოგრაფიისა და ღორისობისთვის“.
„პორკო როსო“ თავდაპირველად მცირე მეტრაჟის ანიმაციად იგეგმებოდა Japan Airlines-ის ავიარეისებზე საჩვენებლად. თუმცა ჰაიაო მიაძაკიმ უარი თქვა ამ ჩანაფიქრზე და შექმნა სრულმეტრაჟიანი ფილმი იტალიელ სამხედრო პილოტზე, რომელმაც არმია დატოვა ფაშიზმის აღმავლობის გამო და გახდა თავისუფალი მფრინავი-მონადირე.
მიუხედავად მძიმე კონტექსტისა და სიუჟეტის ზრდასრულობისა, „პორკო როსო“ ნამდვილი ვიზუალური ფეერიაა: შთამბეჭდავი საჰაერო ბრძოლები მოფენილი ზღაპრულ ხმელთაშუაზღვისპირა პეიზაჟებზე.