პოლიფონია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პოლიფონია
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.02.2026
პარასკევი
19:00

აღწერა

გალერეა წითელი კვადრატი წარმოგიდგენთ ნინო დევდარიანის პერსონალურ გამოფენას - ,,პოლიფონია''.
გამოფენა გაიხსნება 27 თებერვალს, 19:00 საათზე და გაგრძელდება 3 მარტამდე.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ. 42

 

,,ჩემი ინსპირაცია იყო და არის დადებითი და უარყოფითი ემოციების აღქმა, რომელიც დამიგროვდა და დაილექა ჩემს ქვეცნობიერში წლების განმავლობაში. 

რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე და ალბათ უფრო თავისით მოვიდა, რომ ჩემი შინაგანი ხმა განსხვავებული ობიექტების, თემების, გამოგონილი და რეალური ფიგურების სახით მომეტანა მაყურებლამდე და დავლაპარაკებოდი მათ უნივერსალური გრძნობების ენაზე. 

ამასთან მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აქამდე არასდროს არაფერი დამიხატავს... 
(მხოლოდ 2 წელია რაც დავიწყე ხატვა)

ყველა ჩემი ნახატი გაჯერებულია მუსიკით, ჯაზით... 
ისევე როგორც ჯაზი წარმოადგენს მარტივი პატარა მელოდიების, ძველი და ახალი ნოტების, ნიუანსების იმპროვიზაციას, ასევე ჩემი ნახატებიც ეფუძნება იმ სხვადასხვა გაცოცხლებულ განსხვავებულ ფიგურებს, რომელიც არის ჩემი სამყარო.

რასაკვირველია „მხატვარი“ ხმამაღალი ნათქვამია, 
მაგრამ ჩემი კოლექციით შევეცდები გავახალისო 
ან თუნდაც დავაფიქრო მაყურებელი''. 

- ნინო დევდარიანი

ფოტო და ვიდეო

პოლიფონია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება