შოუზე ორი განსხვავებული ფორმატი გელოდებათ:
1) რენდომი — გასახურებელი ფორმატი შემთხვევითი ნივთებით.
იმისთვის, რომ ყველაფერი სამართლიანად და ნამდვილი იმპროვიზაციის წესებით წარიმართოს, მაყურებლებს გთხოვთ, თან მოიტანოთ ერთი ჩვეულებრივი, უცნაური, საინტერესო ან სახალისო ნივთი 🙏🏻
სწორედ თქვენი მოტანილი ნივთები გახდება ამ ფორმატის ნაწილი 🤪
2) ბანქო, ფული, ორი სკამი — შოუს მთავარი ფორმატი, რომელიც გაი რიჩის სტილითაა შთაგონებული.
ისტორიისთვის საჭირო შთაგონებას მსახიობები ამ შემთხვევაშიც მაყურებლისგან მიიღებენ 😉
მოემზადეთ საღამოსთვის, სადაც წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ — მათ შორის, თავად მსახიობებმაც.