21 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, საჯარო მმართველობით, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება უნიკალური ინტერაქტიული ღონისძიება – სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.
სპეციალური კომპიუტერული სიმულაციისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერით, თქვენ პრაქტიკაში გამოცდით:
რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა და რა განსაზღვრავს ეფექტურ მმართველობას
როგორ ნაწილდება პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსები სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელებისას
რა გავლენა აქვთ ამომრჩევლებს, ინტერესთა ჯგუფებს, იდეოლოგიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პროცესებზე
როგორ უკავშირდება ერთმანეთს პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები
როგორ შეიძლება ერთ სფეროში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს სხვა სფეროში
შემოგვიერთდი და სახალისო, მაგრამ რეალისტური სიმულაციის მეშვეობით აღმოაჩინე, როგორ მუშაობს რეალური საჯარო პოლიტიკა და დიპლომატია.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი
ღონისძიებას გაუძღვებიან:
ეკა აკობია – სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი
გიორგი ცხადაია – პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი
ემირ ეთერია – ეკონომიკის პროფესორი
საუკეთესო მონაწილეებისთვის სპეციალური პრიზები:
სიმულაციის პროცესში გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე (სპიკერი/გადაწყვეტილების მიმღები), რომლებიც მიიღებენ სახელმწიფო მართვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ვაუჩერებს:
I ადგილი – 1500 ლარი
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 700 ლარი
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/ZwchU