კონცერტები

"Polish Music Experience - Georgia 2024"

მონაწილეობენ: "კრაკოვ დუო" იან კალინოვსკი (ჩელო), მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო) თბილისის სახლწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი პაველ კოტლა პროგრამა: კაროლ კურპინსკი - უვერტიურა "Two Cottages" პიოტრ მოსსი - "Sombres Lumières" კონცერტი ჩელოსთვის, ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ვოიცეხ კილარი - სიმფონიური პოემა "Krzesany იან კალინოვსკი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია. იგი გამოდის ისეთ პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა: the Seoul Arts Center სეულში, Alfred Newman Hall ლოს ანჯელესში, Carnegie Hall ნიუ იორკში და სხვ. პოლონური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კალინოვსკის გამართული აქვს ტურნეები სხვადსხვა წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2001 წელს პიანისტ მარეკ შლეზერთან ერთად ჩამოაყალიბა “კრაკოვის დუო”. 2022 წელს კალიკოვსკი გახდა სამუსიკო ხელოვნების პროფესორი და იგი ამჟამად ასწავლის კრაკოვში, კრშიშტოფ პენდერეცკის მუსიკის აკადემიაში. პოლონურ მუსიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მუსიკოსს გადაეცა ღირსების ჯილდო პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ. --------------- მარეკ შლეზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი პიანისტია. იგი კონცერტებს მართავს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Concertgebouw, Palais des Beaux-Arts, Wigmore Hall, და ა.შ. შლეზერს გამოცემული აქვს სოლო და კამერული მუსიკის არაერთი ალბომი. მარეკ შლეზერი არაერთი მნიშვნელოვანი პრემიის მფლობელია, მათ შორისაა: ფრანგ მუსიკის კრიტიკოსთა ორი ჯილდო “La Clef de ResMusica”, Gramophone Editor’s Choice, 5 du Diapason, Selection ClicMag, Prix de la SACD, Global Music Awards გამორჩეული მიღწევებისთვის, Musicweb International-ის ჯილდო თვის საუკეთესო ალბომისთვის და ჟურნალ Hi-fi-ს ჯილდო წლის ალბომისთვის ( 2017). შლეზერი რამდენჯერმე იყო ნომინირებული პოლონურ Fryderyk Phonographic Awards-სა და the International Classical Music Awards-ზე. 2022 წელს მარეკ შლეზერი გახდა კრაკოვის კრშიშტოფ პენდერეცკის სახელობის მუსიკის აკადემიის ფორტეპიანოს განყოფილების ხელმძღვანელი. პოლონურ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის იგი დაჯილდოებულია “Gloria Artis”-ის მედლით პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ. შლეზერი Steinway & Sons-ის არტისტია. --------------- პაველ კოტლა მოღვაწეობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ბელგიაში, ბრაზილიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, საქართველოში, გერმანიაში, საბერძნეთში, მოლდოვაში, მონაკოში, პოლონეთში, რუსეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, შვედეთში, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოში ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: the Royal Albert Hall, Royal Festival Hall, and Barbican Hall (ლონდონი), Megaron (ათენი), National Opera of Ukraine (კიევი), the Berlin Philharmonic, the Royal Opera (მადრიდი), the Berwaldhallen (სტოკჰოლმი), the Opera in Sao Paulo და the Grand Hall of the St. Petersburg Philharmonic. 2011 წლიდან იგი დაკავებულია საკონცერტო საქმიანობითა და კულტურული დიპლომატიით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, პოლონეთის ევროკავშირში თავმჯდომარეობის დროს, პაველ კოტლა იყო კულტურული პროგრამის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილის - I, CULTURE ორკესტრის დამაარსებელი და პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი. ამას გარდა, კოტლა ფესტივალ „Beskid Classics“ დირექტორია, რომელიც სამხრეთ პოლონეთში კლასიკურის მუსიკის უდიდესი ღონისძიებაა. --------------- სტუდენტური ორკესტრი ჩამოყალიბდა 1920 წელს და წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური ცხოვრების თავისებურ მატიანეს. ორკესტრის ისტორია დაკავშირებულია გამოჩენილ მუსიკოსებთან, მათ შორის - ვ. ჰოროვიცთან, მ. პოლიაკინთან, ე. პეტრისთან და სხვა. სხვადასხვა წლებში ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი დირიჟორები: ე. მიქელაძე, ო. დიმიტრიადი, დ. მირცხულავა, ჯ. გოკიელი, ზ.ხუროძე, ვ. ფალიაშვილი, ო. საფარიშვილი, რ.ტაკიძე, გ. აზმაიფარაშვილი. ა. მამაცაშვილი. კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ჩამოყალიბებასა და მისი პროფესიული დონის ამაღლებაში უდიდესი როლი მიუძღვის გამოჩენილ მუსიკოსსა და დირიჟორს ლევ მარკიზს. უკვე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ფესტივალში ევროპის ქალაქებში. სტუდენტური ორკესტრის მიღწევებს შორის აღსანიშნავია ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ დააარსებულ ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო კონკურსზე მიღებული ოქროს მედალი. ამჟამად სტუდენტური ორკესტრი აერთიანებს 80-მდე სტუდენტს.
"Polish Music Experience - Georgia 2024"
8, Griboedov street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება კონცერტებისა და ლექციების სერია, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

პროექტი “პოლონური მუსიკა და მისი გზა - საქართველო 2024” 2023 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და იგი ინიცირებულია ხელოვანების გაერთიანება Porta Musicae-ს მიერ. პროექტი აერთიანებს ცნობილ პოლონელ და ქართველ არტისტებსა და პედაგოგებს, რომელთა მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.