ერთი მშვენიერი მზიანი კვირა დღე უნდა გავატაროთ ერთად. პოლიფონია გასტრონომიულ მოგზაურობაში გეპატიჟებათ. აქ მსოფლიო სამზარეულო ქართულ პროდუქტს ერწყმის და სპეციალურად ამ შეხვედრისათვის იქმნება საავტორო Street Food. ქართული და უცხოური ბუნებრივი ღვინოც ისეთი - გულს რომ გაუხარდება. სვია ლუდი, ტურბო ჭაჭა… კაი ლხინი იკვრება.
ჭინკა ფირფიტებს, ვინტაჟურ მაღაზიებსა და სამკაულებს უყრის თავს, ისეთი ბაზარი იქნება - სანახაობად რომ ღირდეს.
აივანზე მიშო ურუშაძე და Cosmic Love Rotation ატრიალებენ ფირფიტებს. მთელი დღე ხოშიანად ვიქნებით.
ჭამა სმა დიდად შესარგი, ურთიერთობა - ერთობა.
17:00 - 19:00 Cosmic Love Rotation
19:00 - 22:00 Misho Urushadze
22:00 - 2:00 Alleycat && Cozy K
______________
- FREE ENTRANCE
- FACE AND AGE CONTROL [18+]