კიდევ ერთი გაზაფხული დგება და რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე მკითხველისა და პოეტის შეხვედრა. რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექსების ბოლო (ჩვენი აზრით, მისი საუკეთესო) კრებულიდან „წელიწადის დროები“.
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.