პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში

პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში

პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

სიხარულით გაცნობებთ, რომ „გვესაუბრე“ ხანმოკლე შესვენების შემდეგ ბრუნდება.

📍 მორიგი შეხვედრა გაიმართება 2 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე. 

გვესაუბრება პოეტი და მთარგმნელი დათო ბარბაქაძე.

📌 დათო ბარბაქაძე სხვადასხვა წლებში იყო არაერთი სალიტერატურო ჟურნალისა და გაზეთის დამაარსებელი, ამავე დროს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები და სტიპენდიები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მარბურგის ლიტერატურული პრემია (2023 წელი).

ღონისძიება ტარდება რუბრიკის „დაცემიდან ადგომამდე“ ფარგლებში, შეხვედრის სახელწოდებაა: „პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში“.

ღონისძიება წარიმართება ინტერაქციულ ფორმატში. 

დასწრება თავისუფალია.

გელოდებით. 

ფოტო და ვიდეო

პოეზია დიალოგის შეუძლებლობის ეპოქაში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება