28 მაისს ვახტან სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო
ღონისძიება დაეთმობა მურმან ჯინორია-ს შემოქმედებას, სადაც მსახიობი თავად წაიკითხავს სიყვარულის თემაზე შექმნილ ლექსებს, ხოლო პროფესიონალი მსახიობები აღნიშნული თემატიკის ირგვლივ წარმოადგენენ თეატრალურ მოძრაობებზე დაფუძნებულ სცენურ ინტერპრეტაციებს.
მსახიობები :ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე
დამდგმელი ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე
კარის გაღების დრო 19:00
დაწყების დრო 20:00
ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებს შეუძლიათ წინასწარ მობრძანდნენ და ისარგებლონ ფოიეში განთავსებული ბარით.