PMI ბიზნეს კლუბის შეხვედრა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
PMI ბიზნეს კლუბის შეხვედრა

PMI ბიზნეს კლუბის შეხვედრა

PMI ბიზნეს კლუბის შეხვედრა
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

განრიგი

26.09.2026
შაბათი
12:00
50

აღწერა

PMI Business Club წარმოადგენს PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის (PMI Tbilisi, Georgia Chapter) სექტორზე ორიენტირებულ პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, პროექტების მენეჯერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების განხილვის მიზნით.

 

სერიის მეექვსე გამოშვების თემა არის: ურთიერთდაკავშირებული ჯანდაცვის ეკოსისტემა: ციფრული პლათფორმები, მონაცემები და ტრანსფორმაცია

 

ღონისძიების ძირითადი თემები

- ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბური პროექტების მართვა კლინიკებში.

- ოპერაციული ეფექტურობა (Operational Excellence) და ERP სისტემების ინტეგრაცია ფარმაციაში.

- მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი (AI) მარაგების პროგნოზირებაში.

- ციფრული არხებისა და ეკოსისტემების განვითარება სადაზღვევო სექტორში.

- რეალური ბიზნეს ქეისების განხილვა და ინტერაქციული დისკუსია.

 

ფორმატი

- Keynote გამოსვლები დარგის ექსპერტებისგან

- რეალური ქეისების განხილვა

- ინტერაქციული პროფესიული დისკუსია

- მიზნობრივი ნეთვორქინგი მოწვეულ მონაწილეებთან

- პარტნიორებისთვის გამოყოფილი სივრცე პროდუქტის / სერვისის წარსადგენად

 

ლოკაცია და სპიკერების ვინაობა გამოცხადდება 10 სექტემბერს.

 

PMI Business Club-ის ფორმატი მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის პროფესიული კავშირების შექმნას და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფას ჯანდაცვის, კლინიკების, ფარმაცევტულ და სადაზღვევო სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის.

 

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 26 სექტემბერი , 2026

დრო: 12:00-17:00

დამსწრეები: PMI-ის წევრები, პროექტების მენეჯერები, დარგის შერჩეული პროფესიონალები და კომპანიის ხელმძღვანელები

 

ბილეთების შეძენის და რეგისტრციის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი

📝 PMI-ს წევრებისთვის და მოხალისეებისთვის დასწრება უფასოა, რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა:https://docs.google.com/forms/d/1qzNXafKhZSuyLAb724u9zdxdfYAV1nr7OQJnLDfMiT4/edit

 

PDU: წარმომადგენლობის სერტიფიცირებულ წევრებს დაერიცხებათ PDU-ები.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

ფოტო და ვიდეო

PMI ბიზნეს კლუბის შეხვედრა

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება