წარმოიდგინეთ თეატრი, სადაც სცენარი წინასწარ არ არის დაწერილი და მთავარი გმირი თავად ხართ. ფლეიბექ თეატრი - ეს არის ინტერაქტიული და იმპროვიზაციული ფორმატი, სადაც მაყურებელი ყვება საკუთარ ისტორიას, მსახიობები და მუსიკოსები კი, მას რეალურ დროში, სცენაზე აცოცხლებენ.
გააზიარეთ თქვენი ემოციები, მოგონებები, განცდები ან თუნდაც სიზმრები და ნახეთ, როგორ იქცევა თქვენი ამბავი თეატრალურ პერფორმანსად პირდაპირ თქვენს თვალწინ.
გარემო:
ღონისძიება გაიმართება ძველი თბილისის კონცეპტუალურ თეატრ "სკენეში", რომელიც XIV-XVI საუკუნეების ქარვასლის მიწისქვეშა სამეფო სარდაფს წარმოადგენს და სულიერი განვითარებისთვის უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის ⚜️