პლანეტარული ჰარმონიზაცია - არის ჯგუფური თერაპიული პროცესი. ვორქშოფზე ჯგუფის მონაწილეები მენტორის ინსტრუქციით ქმნიან ველს და ირგებენ პლანეტების როლს.. ვედური ასტროლოგი ნინა შონჰოფის საავტორო მეთოდით ხდება პლანეტების ენერგიის კორექტირება და ჰარმონიზაცია.
ასტროლოგიაში ცნობილია, რომ სხვადასხვა პლანეტა განაგებს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. პლანეტების განლაგების გადალაგებით და მათი ჰარმონიზაციით ჩვენ ვცვლით ჩვენს ქვეცნობიერ პროგრამებს და ცხოვრების იმ სფეროებისადმი რწმენა წარმოდგენებს, რომლებშიც გვაქვს ბლოკები.
როგორ გავლენას ახდენს ეს ადამიანის ცხოვრებაზე?