პლანეტარიუმი - "ჩვენ ვარსკვლავები ვართ"
პლანეტარიუმი იმერსიული, გუმბათოვანი კინოთეატრია, სადაც ვიზიტორებს დახვდებათ შთამბეჭდავი იმერსიული ვიზუალები და ანიმაცია: "ჩვენ ვარსკვლავები ვართ". ანიმაცია არის შემეცნებითი და სახალისო, როგორც პატარებისთვის ისე უფროსებისთვის.
ანიმაცია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა დიდი აფეთქება, გრავიტაციის ძალა, ნისლეულები და ა.შ
რეკომდებულია 5 წლიდან, რათა პატარებმა შინაარსის გამოტანა შეძლონ.
ანიმაცია არის მარტივად გასაგებ ენაზე.
ენა - ქართული;
მალე დაემატება ინგლისური ვერსია.
სამუშაო საათები: მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა, 11:00-20:30-მდე
ვიზიტი 4 წლამდე ბავშვებისთვისაა უფასოა
