კვებითი დამოკიდებულება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კვებითი დამოკიდებულება

კვებითი დამოკიდებულება

კვებითი დამოკიდებულება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „მენტალური ჯანმრთელობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოთერაპევტ გიორგი ჭანტურიასთან

თემა: „კვებითი დამოკიდებულება"

შეხვედრაზე განვიხილავთ კვებით დამოკიდებულებას და კვებით აშლილობებს, მათ შორის ბულიმიასა და ანორექსიას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ემოციური კვებით გამოწვეულ გადაჭარბებულ კვებით ქცევას. ეს მდგომარეობა თანამედროვე ფსიქოსომატური დაავადებების ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებად ითვლება და მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ პროცესებთან.

საუბრის ფარგლებში განვიხილავთ:

რა არის ემოციური კვება და როგორ ვითარდება

რომელი ფსიქოლოგიური მექანიზმები განაპირობებს კვებით დამოკიდებულებას

როგორ მოვახდინოთ ამ მდგომარეობის ამოცნობა და მართვა

რა მიდგომებია ეფექტური პრევენციისა და მკურნალობისთვის

 შეხვედრა განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია კვებითი ქცევების ფსიქოლოგიური საფუძვლებით და იმ გავლენებით, რომლებიც ემოციურ მდგომარეობასა და კვებით აქტივობას შორის არსებობს.

 შეხვედრის პარტნიორი - ინტეგრა - აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

კვებითი დამოკიდებულება

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება