თუმანიშვილის თეატრი წარმოგიდგენთ ექსპერიმენტულ საგანმანათლებლო პროექტს!
„ღმერთების საკვები“
(შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი).
რა საერთო აქვს თეატრს და ქიმიას? მე-18-ე საუკუნის მიწურულს ცნობილი ქიმიკოსი ჰემფრი დევი თავის სტუდენტებთან ერთად ქიმიურ წარმოდგენებს პირდაპირ ლონდონის საოპერო თეატრში მართავდა. წარმოდგენები ანშლაგით მიდიოდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა ამ საოცარი მეცნიერებით.
მსგავს „ექსპერიმენტს“ ჩვენც ვიმეორებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან კუპატაძესთან ერთად.