ფიროსმანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ფიროსმანი

ფიროსმანი

ფიროსმანი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ქართული

აღწერა

„ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება და რა რჩება მისგან? ვიღაც იტყვის, რომ არც არაფერი... ნიკალა კი...“

მოხეტიალე მთვარის თეატრი წარმოგიდგენთ მორიგ თოჯინურ სპექტაკლს ლეგენდარული ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი - ნიკა ლუარსაბიშვილი

სცენოგრაფია და თოჯინები - ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი

ახმოვანებენ:

არქივარიუსი - ლევან წულაძე

მეეზოვე - გია კიტია

ნიკო ფიროსმანი - არჩილ სულაქველიძე

პატარა ნიკო - ნიკოლოზ ღუღუნიშვილი

ნიკო ფიროსმანის დედა - მარი კიტია

ელისაბედი - ნანიშა მეტრეველი

ლადო - ალექსანდრე კვეზერელი

დიმიტრა - ნიკა ლუარსაბიშვილი

მარგარიტა - მარიამ გულაშვილი

ქალანთაროვები, რკინიგზის და კაფე შანტანის დირექტორი - ჯეჯი სხირტლაძე

მეთოჯინეები:

ლევან ბაიდაური, გიორგი თოთაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნინი კოტაშვილი, ნიკა მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ლუკა ჭულუხაძე, ლელა ხაჩატუროვი.

ფოტო და ვიდეო

ფიროსმანი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება