ფიროსმანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფიროსმანი

ფიროსმანი

ფიროსმანი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან20 ₾
ქართული

აღწერა

თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. თოჯინური თეატრის საშუალებით მაყურებელი ეცნობა მხატვრის უნიკალურ სამყაროს, მის პერსონაჟებსა და იმ განსაკუთრებულ ხედვას, რომელმაც ფიროსმანის შემოქმედება ქართული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად აქცია.

 

ინსცენირება- ბესო კუპრეიშვილი

რეჟისორი- ბესო კუპრეიშვილი

მხატვარი- ვახო ქორიძე, მაია სულხანიშვილი

რეჟისორის თანაშემწე- ნატა არველაძე

 

მონაწილეობენ: 

ვამეხ ჯანგიძე

ნოდარ მელაძე

თამარ ქადაგიძე

ელენე დარჩია

ირინე კუკულაძე

რატი ნავაძე

ლევან კაციაშვილი

ედმონ გაბედავა

 

ასაკი: 9+.

ფოტო და ვიდეო

ფიროსმანი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება