პინოკიო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პინოკიო

პინოკიო

პინოკიო
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან8
advertising
ქართული

განრიგი

22.02.2026
კვირა
12:00
8 ₾ - 30
8 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

ყველა გაჭირვებულისა და ობოლის მფარველმა ანგელოზმა, ბლურჯინიის ფერიამ ჯადოსნური მარადმწვანე ხის მორის გადანაჭერი მარტოსული მოხუცის, დურგალ ჯეპეტოს სახელოსნოში გააჩინა, რომლისგანაც ჯეპეტომ პატარა ხის თოჯინა გამოთალა და მას სახელად პინოკიო დაარქვა. პატარა ხის თოჯინა გაცოცხლდა და სწორედ აქედან იწყება მისი თავგადასავალი, რომელიც ფათერაკებითა და
სასწაულებითაა სავსე. პინოკიომ ამ თავგადასავალით უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, დაითმინოს განსაცდელი, რომ ისწავლოს რა არის სიყვარული, ერთგულება და ნამდვილი თავისუფლება. თუ პინოკიო ამ განსაცდელს დაითმენს მაშინ ის ხის თოჯინა აღარ იქნება და გადაიქცევა ნამდვილ ბიჭუნად. ეს არის მხიარული მუსიკალურ-ინტერაქციული ზღაპარი გარდასახვებითა და შეგონებებით პატარებისთვის და ასევე მათი მშობლებისთვის.

ფოტო და ვიდეო

პინოკიო

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება