ფენომენალური მუსიკალური ფილმი, რომელიც ეფუძნება Pink Floyd-ის ორმაგ ალბომს The Wall – ხუთგზის პლატინის სტატუსის მქონე ნამუშევარს, რომლის საერთო ტირაჟმა მსოფლიოში 11.7 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა.
მუსიკალური ფილმი, რომელიც ანიმაციის ელემენტებს შეიცავს, ნაწილობრივ ეფუძნება როჯერ უოტერსისა და სიდ ბარეტის ბიოგრაფიებს. მისი მთავარი გმირი, პინკი, ბავშვობიდანვე გარშემორტყმულია გულგრილობით და ყველგან და ყოველთვის უხეში, ცივი და მიუწვდომელი კედლის წინაშე დგება. ის საკუთარ თავს პოეზიაში ეძებს, მაგრამ მასწავლებლის დაცინვას აწყდება. სიყვარულიც არ გამოსდის. პინკი სასოწარკვეთილად ცდილობს, შეაჩეროს თავისი შინაგანი სიგიჟე.
შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგიის ლექტორი ირინა კოზლოვა.