ფენომენალური მუსიკალური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ჯგუფ Pink Floyd-ის ორმაგ ალბომზე „The Wall“, რომელსაც ხუთჯერ მიენიჭა პლატინის სტატუსი და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 11.7 მილიონი ასლის ოდენობით.
მუსიკალური ფილმი ანიმაციის ელემენტებით ნაწილობრივ ემყარება როჯერ უოტერსისა და სიდ ბარეტის ბიოგრაფიებს. ფილმი მოგვითხრობს ბიჭუნა პინკის შესახებ, რომელიც ბავშვობიდანვე გარშემორტყმულია გულგრილობით და ყველგან აწყდება კედელს – ცივსა და მიუწვდომელს. ის ცდილობს საკუთარი თავის პოვნა პოეზიაში, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან დაცინვას განიცდის. სიყვარულიც არ უმართლებს. პინკი სასოწარკვეთილად ცდილობს შეაჩეროს საკუთარი შეშლილობა.