22 ივნისს 13:00 ბაზარი ორბელიანის კოკიტოს საბავშვო სივრცეში გელოდებით ყველა ბავშვის საყვარელ პინიატების შექმნის ვორქშოპზე რომელსაც ქრაფთი შემოგვთავაზებთ.
ბაზარი ორბელიანი უნიკალური და უპრეცედენტო ადგილია საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს თბილისის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან არსებული ისტორიული ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. ბაზარი ორბელიანი პირველი კვების დარბაზია რეგიონში. ის აერთიანებს 50-მდე კვების კუთხეს, ბარს, კაფეს და à la carte რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს.