1 თებერვალს, 19:00 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოგიდგენთ კიმ კი-დუკის ფილმს, "პიეტა" (Pieta, 2012).
განგ-დო ხალხს ემუქრება, ძალადობს და აიძულებს მათ რათა აღებული სესხები დაფარონ. მას შემდეგ, რაც შეხვდება ქალს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დიდი ხნის წინ დაკარგული დედაა, განგ-დო დაიწყებს ფიქრს, რათა შეცვალოს საკუთარი ცხოვრების წესი.