12 ოქტომბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში,
ფონდ "LIFE"-თან ერთად, ვატარებთ "PICNIC FESTIVAL"-ს.
„Picnic Festival“ — ეს არის ერთდღიანი საოჯახო საქველმოქმედო ფესტივალი, რომელიც ტარდება საერთაშორისო კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალის ტერიტორიაზე დაგხვდებათ:
ჯანსაღი და გემრიელი კერძების ფუდ-ზონა
პიკნიკისა და ბალახზე დასვენების სივრცე
ჰენდმეიდ-იარმარკა ადგილობრივი ხელოსნების ნამუშევრებით
საბავშვო ზონა თამაშებითა და ღია ცის ქვეშ მასტერკლასებით
იოგისა და სპორტის აქტივობები მთელი ოჯახისთვის
სცენა ცოცხალი მუსიკითა და ინტერაქტიული წარმოდგენებით
საინსტალაციო სივრცეები და საინფორმაციო სტენდები პრევენციისა და ადრეული სკრინინგის მნიშვნელობაზე
ორგანიზატორები:
Art project "ARGANI"
ფონდი "Life" — რომელიც აერთიანებს სამედიცინო ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტსა და საგანმანათლებლო პროექტებს, რათა ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა დროულად აღმოაჩინოს დაავადება და სრულად განიკურნოს.
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.
