ჯიბის ქურდი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯიბის ქურდი

ჯიბის ქურდი

ჯიბის ქურდი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

განრიგი

15.07.2026
ოთხშაბათი
19:00
18

აღწერა

მთავარი გმირი — პრინციპული ჯიბის ქურდია. მას არ სურს სხვებივით ცხოვრება, არც სიყვარულის უნარი აქვს სხვების მსგავსად. ისე იქცევა, თითქოს მთელი სამყარო ფარული წესებით მოწყობილი თამაშია, ადამიანები კი — საჭადრაკო ფიგურები იმ პარტიაში, რომელიც თავიდანვე წაგებული აქვს. მისი ხელები თითქოს საკუთარი ნებით არსებობენ და თავად წყვეტენ, რომელ ჯიბეში შეიპარონ.

„ჯიბის ქურდში“ მთავარი არა თავად დანაშაული, არამედ მისი ქორეოგრაფიაა. ჟესტების ამ უცნაურ ცეკვაში იბადება არა კრიმინალური ისტორია, არამედ დაკვირვების გამოცდილება — სისუფთავის ერთგვარი ლაბორატორია: განწმენდილი ჟესტის, განწმენდილი სიტყვისა და განწმენდილი მზერის. კამერა აქ არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ხოლო არაპროფესიონალი მსახიობები არ თამაშობენ — ისინი უბრალოდ არსებობენ კადრში. რჩება მხოლოდ მოძრაობები, მათ შორის არსებული სიჩუმე და მონტაჟი, რომელიც ამ ყველაფერს პოეზიად გარდაქმნის.

რობერ ბრესონი „ჯიბის ქურდზე“ ამბობდა:

„ადამიანებს არ ესმით, რომ შემოქმედება, პირველ რიგში, ზედმეტის მოცილებაა. ეს არჩევანის აუცილებლობაა. ფილმისთვის ყველაზე საშიში დაუდევრობა, გადატვირთულობა და ქაოსია. როდესაც ერთმანეთთან შეუთავსებელი უამრავი ელემენტი ერთ ქვაბში იყრის თავს, ამას კიდევ დრამატული თეატრის ხერხებიც ემატება (რომელსაც აქ საერთოდ არაფერი ესაქმება) და ყველაფერი საბოლოოდ ირევა. მე კი ვცდილობ, რეალობა — მისი ცალკეული ფრაგმენტები — რაც შეიძლება სუფთა სახით დავიჭირო და შემდეგ განსაზღვრული წესრიგით დავალაგო. ამის გამო მოუმზადებელ მაყურებელს შეიძლება ფილმი ასკეტურად და მშრალად მოეჩვენოს — ისეთი განცდა, რომელსაც ჩვეულებრივი ფილმების ყურებისას არ განიცდის და რომელიც, შედარებისას, შეიძლება საგრძნობლად დააბნიოს.“

ფოტო და ვიდეო

ჯიბის ქურდი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება