მენიუ
8 მარტს, „საქართველოს სინფონიეტა“, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, არგენტინელი კომპოზიტორის, ასტორ პიაცოლას მუსიკის საღამოზე გეპატიჟებათ ყველას, ვისაც ტანგოს ცეცხლოვანი რიტმები გიყვართ! მუსიკოსები ამ საღამოს ორ კონცერტს გამართავენ, პირველი კონცერტი 20:00-ზე დაიწყება, ხოლო ვინც გვიან საღამომდე ვერ იცლის დასვენებისთვის, სპეციალურად მათთვის, მეორე კონცერტს 23:00-ზე ჩაატარებენ!