თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება პიანისტთა ხუთი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელის, სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული არტისტები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი და სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო კვარტეტის პირველი ვიოლინო, გიორგი ხაინდრავა და სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული, ჩელისტი ლიზი რამიშვილი. პროგრამაშია დიდი გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები.
კონცერტის დასაწყისი - 19:00
კარი გახსნა: 18:30
ასაკობრივი შეზღუდვა - 6 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან კონცერტზე
კონცერტის მხარდამჭერია კომპანია “მეამა” და “Episode Hotels”.
