კიკეთის ფერმის სახელოსნო გიწვევთ ირმა შარიქაძის ფოტოგრაფიის ვორქშოფზე. ვორქშოფი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ეძებს შთაგონებას, სილამაზეს, სურს გახდეს შემოქმედი და შეისწავლოს ფოტოგრაფია.
ვორქშოფის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ ფოტოები საკუთარი კამერით, ტელეფონით ან ჩვენი პოლაროიდით.
ვორქშოფი მოიცავს ფოტოგრაფიის ორ თემატურ ჟანრს:
* პორტრეტი კომპოზიციაში – მოდელთან ერთად
* ნატურმორტის კომპოზიცია
ჯგუფი დაიყოფა ორ ნაწილად:
I ნაწილი: პორტრეტის კომპოზიცია
II ნაწილი: ნატურმორტის კომპოზიცია
*ორივე ჟანრით დაინტერესებულთათვის შესაძლებელია ორივე ჯგუში ეტაპობრივად მუშაობა.
განრიგი:
10:30 – შეკრება | ორანჟერეა
11:00 – ლექცია
* კომპოზიციიის საფუძვლები ფოტოგრაფიაში
* ნატურმორტისა და პორტრეტის თავისებურებები
13:00 – 16:00 — პრაქტიკული გადაღება
16:00 – ყავის შესვენება
16:15 – 18:00 — ფოტოების გადარჩევა და რედაქტირება.
ირმა შარიქაძე გაგიზიარებთ რა პრინციპით ხდება საუკეთესო ფოტოს არჩევა და დამუშავება, მონაწილეები იმსჯელებენ მიღებულ გამოცდილებაზე.
18:00 – ღია საუბარი, ვორქშოფის შეჯამება
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ხანგრძლივობა: 8 საათი