გერმანელი რეჟისორის კრისტიან პეცოლდის სევდიანი ნუარი.
ნელი — ყოფილი მომღერალია, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს. ომის დასრულების შემდეგ ის ბერლინში ბრუნდება, რათა ტყვეობაში დასახიჩრებული სახე აღიდგინოს. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ნელი დაკარგულ ქმარს პოულობს, თუმცა ის ცოლს ვერ ცნობს — დარწმუნებულია, რომ ნელი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ასე იწყება მოტყუებითა და ფსიქოლოგიური თამაშებით სავსე ისტორია, სადაც სასწორზე დევს დიდი მემკვიდრეობა, ფსიქიკური სიმშვიდე და წარსულის ყველაზე მძიმე საიდუმლოებები.
ეს კრისტიან პეცოლდის ყველაზე ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ფილმია. პეცოლდი საერთაშორისო კინოფესტივალების ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია და ე.წ. „ბერლინის სკოლის“ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორად მიიჩნევა. მთავარ როლს ასრულებს ნინა ჰოსი — მისი მუდმივი მუზა და თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი.