აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ფილოლოგიის დოქტორ, ფილოსოფოს - ანა ქირიასთან
მერაბ მამარდაშვილის აზროვნების ფილოსოფია არ არის მხოლოდ თეორიული დისციპლინა ან აკადემიური კონცეფცია, ის არის მოქმედება, შინაგანი მუშაობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავსა და აზროვნებაზე იღებს პასუხისმგებლობას. შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ როგორ ესმოდა მამარდაშვილს ფილოსოფია როგორც ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილება და არა მხოლოდ აბსტრაქტული თეორია. მის ფილოსოფიაში, ფილოსოფია, როგორც დისციპლინა წარმოჩნდება როგორც გზა, როდესაც ადამიანი აღიქვამს საკუთარ არსებობას, აფასებს ყოფიერებას და ცდილობს გააცნობიეროს ის სიღრმეები, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლად რჩება ყოველდღიურობაში. ლექცია შეეხება იმასაც, თუ როგორ შეიძლება ფილოსოფიურმა აზროვნებამ გარდაქმნას ადამიანის ცხოვრება, აქციოს იგი უფრო გაცნობიერებულ და თავისუფალ ინდივიდად. მთავარი, ნიშანდობლივი ასპექტები, რომელსაც მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ პრიზმაში გავიაზრებთ არის: რა არის ფილოსოფია? როგორია ფილოსოფიური აზროვნებისა და მოქმედების არსი იდეა და პროცესი.
დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი