ახალი თვე - ახალი ბენდი!
გაიცანით პიტერ მედსენის კვარტეტი - თათუზას მარტის “რეზიდენტ ბენდი“!
პიტერ მედსენი - ამერიკელი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი. მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკში და თანამშრომლობდა ჯაზის ლეგენდებთან. მათ შორის სტენ გეტცთან, კენი გარეტთან, ჯო ლოვანოსთან და სხვებთან. შესრულებული აქვს ათასობით კონცერტი მსოფლიოს მასშტაბით, არის 600-ზე მეტი კომპოზიციის ავტორი და 160-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჯერემი სანდფელდერი - კანადელი/ფრანგი/ამერიკელი საქსოფონისტი და კლარნეტისტი. მისი მუსიკა ეფუძნება სვინგის, ბიბოპისა და ქულჯაზის ტრადიციებს. 2024 წელს დაამთავრა მაკგილის უნივერსიტეტი და თანამშრომლობდა კანადის წამყვან ჯაზ მუსიკოსებთან.
შონ ბერკი - ბასისტი და კომპოზიტორი მონრეალიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ არტისტებთან კანადასა და აშშ-ში. 2019 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი მანჰეტენის მუსიკის სკოლაში და სწავლობდა ჯაზის ლეგენდებთან.
ალექს ჯონსონი - მონრეალში დაფუძნებული დრამერი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ჯაზ არტისტებთან და აქტიურად გამოდის სხვადასხვა პროექტებში.
პიტერ მედსენი - ფორტეპიანო, კომპოზიციები
ჯერემი სანდფელდერი - ტენორ საქსოფონი, კლარნეტი
შონ ბერკი - ბასი
ალექს ჯონსონი - დრამი
კარი იღება – 21:00
დასაწყისი – 22:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
TBC Concept - თიბისი კონცეპტი - ს VISA ბარათის და VISA signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.
