Personas თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Personas
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 

Collect Art Gallery წარმოგიდგიდგენთ, სალომე ქობულაშვილის სოლო გამოფენას 'Personas'

Personas წარმოადგენს ნარატივების ღრმა კვლევას, რომლებიც ადამიანის ფორმებში, მათ შორის და მათ მიღმა არსებობს. 

სალომე ქობულაშვილის სოლო გამოფენა მნახველებს სთავაზობს პერსონის ცნობის გადააზრებას - არა როგორც სახეს, არამედ როგორც გამოცდილებების, წინაპართა მეხსიერებისა და მატერიალური გამოვლინებების ერთობლიობას ქანდაკებისა და სამკაულის ფორმაში. 

სალომე ქობულაშვილის შემოქმედება უნიკალურად აერთიანებს ბუნებრივ ფენომენებსა და ადამიანურ გამომსახველობებს. მისი ნამუშევრები ბუნების უხეშ ფორმებსა და დახვეწილ სკულპტურულ ფორმებში ქმნის ბალანსს. გამოყენებული მასალები, ავთენტურობისა და ისტორიის მატარებელია, რომლებიც ინარჩუნებენ საკუთარ ბუნებრივ ტექსტურას. ნამუშევრებში შერჩეული მასალების არჩევანი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდანაა შეგროვებული, გარემოსა და იდენტობის ურთიერთობაზე გვაფიქრებს. ქვები ინარჩუნებენ საკუთარ ბუნებრივ ფორმას, და გამოფენაში ინდივიდუალურ პერსონაჟებად გვევლინებიან. მეტალის ფორმები კი თვითშემეცნების რეფლექსურ ბუნებაზე მიგვანიშნებს, რომლებიც აერთიანებენ ზედაპირს და ფიგურებით ავლენენ სიმშვიდესა და მღელვარებას, ინტიმურობასა და სევდას. 

Personas არის გამოფენა, რომელიც აღწერს ავთენტური ბუნებისა და ადამიანური ემოციების შერწყმის გზას. 

გამოფენის გახსნა: 15 თებერვალი, 2026, 17:00 სთ
გამოფენა გაგრძელდება 19 თებერვლის ჩათვლით.
მისამართი: Collect Art Gallery, 48/50 მცხეთის ქუჩა

გალერეის სამუშაო საათები გამოფენის მიმდინარეობისას:
15 თებერვალი - 17:00-21:00
16 თებერვალი - 13:00-15:00, 18:00-21:00
17 თებერვალი - 18:00-21:00
18 თებერვალი - 13:00-15:00, 18:00-21:00
19 თებერვალი - 13:00-15:00, 18:00-21:00

 

ფოტო და ვიდეო

Personas

ადგილი

Collect Art
Collect Art არის კულტურული ორგანიზაცია მრავალი განყოფილებით, რომელიც მდებარეობს თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება