საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება (ღია კარის დღე) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება (ღია კარის დღე)

საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება (ღია კარის დღე)

საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება (ღია კარის დღე)
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან1200
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

16.01.2026
პარასკევი
20:00
1200

აღწერა

მოხარული ვართ, მოგიწვიოთ საშემსრულებლო ხელოვნების კურსის პრეზენტაციაზე; 
2026 წლის, 16 იანვარს, 20:00 საათზე. 

აღნიშნული სასწავლო პროგრამის მხარდამჭერი Mutant Radio გახლავთ, სადაც კურსის განმავლობაში პრაქტიკული სესიები ჩატარდება და რომელიც კურსის ფინალური პროექტის მასპინძელი გახდება.

AOP — სივრცე სადაც იდეა გარდაიქმნება პერფორმანსად, პერფორმანსი კი მრავალგანზომილებიან აქტად.
კურსი ეხება იდეისგან შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზას, სადაც აქცენტი კეთდება საშემსრულებლო ხელოვნებაზე, თვითპრეზენტაციასა და ტექსტთან მუშაობის უნარებზე. 

 ვისაუბრებთ კურსის სტრუქტურაზე.
 ვუპასუხებთ არსებულ კითხვებს.
გაგიზიარებთ ჩვენს მეთოდს.

ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ: 
https://www.ces.ge/ka/register-ces

 

 

პედაგოგოგი: სოფიკო გვიმრაძე 
ხანგრძლივობა: 3 თვე
საათები: კვირაში 6 საათი 
ფასი: 1200 ლარი
ენა: ქართული / ინგლისური

„პერფორმანსი, როგორც მრავალგანზომილებიანი აქტი“ — კურსი ეხება იდეისგან შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზას, სადაც ფოკუსი კეთდება საშემსრულებლო ხელოვნებაზე, თვითპრეზენტაციაზე და ტექსტთან მუშაობის უნარებზე.
სტუდენტები იკვლევენ, როგორ შეიძლება ემოციის გამოხატვა როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ; როგორ იქმნება პერფორმანსი და რა არის მისი სტრუქტურა, ფორმა თუ ფუნქცია სხვადასხვა მედიუმში.
კურსის მთავარი ღერძი მდგომარეობს იდეის ჩამოყალიბებასა და მის სრულფასოვან შემოქმედებით აქტად გარდაქმნაში.

ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც:
 აპირებენ აუდიტორიის წინაშე წარდგომას და საკუთარი პროფილის გაზიარებას;
• დაინტერესებულნი არიან საშემსრულებლო ხელოვნებით ან სხვა სფეროებით, სადაც საჭიროა საჯარო გამოსვლა;
• სურთ შეისწავლონ ეფექტური თვითპრეზენტაციის ხერხები;
• გეგმავენ საკუთარი ნამუშევრების, იდეების ან მინი-პერფორმანსების მომზადებას და საინტერესო ფორმით წარდგენას;
 ისწრაფვიან საშემსრულებლო ხელოვნების ან პერფორმანსის სფეროში პროფესიული ზრდისკენ. 

რას მიიღებენ მონაწილეები

კურსის ფარგლებში მონაწილეები:
 გაეცნობიან ტექსტთან (და ზოგადად დოკუმენტთან) მუშაობის სპეციფიკას;
• შეისწავლიან, როგორ იქმნება პერფორმანსი ტექსტური, ვიზუალური ან ფიზიკური ამოსავალით;
• განავითარებენ უნარს საკუთარი იდეების ფორმალურად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის;
• გაივლიან პრაქტიკულ ვარჯიშებს ემოციასთან და მის გამოხატვასთან დაკავშირებით — როგორც სიტყვით, ასევე უსიტყვოდ;
• ისწავლიან აუდიტორიისთვის საკუთარი იდეების საინტერესოდ და დამაჯერებლად მიწოდებას;
 მიაღწევენ უკეთეს გაგებას საკუთარი შემოქმედებითი მედიუმისა და გამოხატვის ფორმის შესახებ.

კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
info@ces.ge

ფოტო და ვიდეო

საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება (ღია კარის დღე)

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება