რა რჩება სიყვარულისგან აკრძალვებზე აგებულ სამყაროში?
შექსპირის მაღალი სტილის ენა თანამედროვე ირონიას უპირისპირდება. „რომეო და ჯულიეტას“ კლასიკური სიუჟეტი ნაწილაკებად იშლება იმისთვის, რომ ხელახლა შეიკრას. პერსონაჟები როლებს იცვლიან და ყოველი სახის მიღმა ახალი ფენა ჩნდება; ყოველი რეპლიკის მიღმა კი — ტოტალური გაუგებრობის გარღვევის მცდელობა.
Fall in ****-ის სამყაროში სიყვარული მავთულხლართებში პაწაწინა ნაპრალს ეძებს, რათა დაამტკიცოს: ადამიანური ბუნება ჯერ კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, კონტროლი და თავსმოხვეული საზღვრები.
ეს სპექტაკლი სიყვარულზეა: სიყვარულზე, როგორც დაუმორჩილებლობის უმაღლეს ფორმაზე; ადამიანის სიმყიფეზე სისტემის წინაშე და იმაზე, რომ ყველაზე უიმედო რეალობაშიც კი ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ ერთმანეთი.
სიყვარული აქ მხოლოდ გრძნობა არ არის. ის ქმედებაა.
როლებში: ედუარდ მაცაბერიძე, სემიონ ტრესკუნოვი, ვადიკ კოროლევი, იგორ ტიტოვი, პაველ სეპლიარსკი, ნიკიტა ელენევი, ანა ანდრეევა