მხოლოდ რამდენიმე დღეში მინი-სერიალი „გარდამავალი ასაკი“ გაზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პროექტად იქცა.
ეს არის ზომიერად ექსპერიმენტული სოციალური დრამა ოთხ მოქმედებად, რომელიც ეხება სკოლის ბულინგს, რადიკალური ახალგაზრდული სუბკულტურების გავლენას, განათლების სისტემის კრიზისს და, რა თქმა უნდა, მშობლებსა და შვილებს შორის ურთერთობებს.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ სერიალი არ იძლევა პასუხებს.
ყველა მტკიცებულება ჩნდება სცენაზე პირველ 10 წუთში, მაგრამ მკვლელობის ფაქტი ბოლომდე რჩება ეგზისტენციალურ საიდუმლოდ…
შაბათს ვიწვევთ მოზარდებს და უფროსებს, შემოგვიერთდეთ სერიალის ერთობლივ ყურებასა და ღია დისკუსიაში!