თათუზას სცენა პირველად უმასპინძლებს პერე ნავაროს ტრიოს, აპრილის “რეზიდენტ ბენდს“!
პერე ნავარო გახლავთ ცნობილი ესპანელი ტრამპეტისტი, პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და DJ-ა, რომელიც ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება. მისი მუსიკა აერთიანებს აფრო-ამერიკული ჯაზის სიღრმესა და იბიცას მრავალფეროვან მუსიკალურ ენერგიას, რის შედეგადაც უნიკალური, ყველა ჟანრისგან ცალკე მდგომი ჟღერადობა იქმნება.
ნავაროს გამოცემული აქვს სამი ალბომი. მისი უახლესი ორმაგი ალბომი “QUINTESSENTIAL” (2025) კატალონიურმა ჟურნალმა Enderrock წლის ალბომად დაასახელა. წინა ალბომებმა — “Perenne” და “Live in Madrid” (Fresh Sound Records) — მას თანამედროვე ჯაზის მნიშვნელოვანი ფიგურის სტატუსი მოუტანა.
ნავაროს შესრულებები ჰქონია ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე და ცნობილ კლუბებში, როგორებიცაა Krakow International Jazz Festival, Lugo International Jazz Fest, Menorca Jazz, ასევე Jamboree (ბარსელონა), Parker & Lenox (მექსიკა), Sunset Sunside (პარიზი) და PizzaExpress Jazz Club (ლონდონი).
კარი იღება – 21:00
დასაწყისი – 22:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
TBC Concept - თიბისი კონცეპტი - ს VISA ბარათის და VISA signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.