ხანგრძლივობა:150 წუთი
„პეპი და ზღვის მეფე“ ეს არის ახალი საახალწლო ზღაპარი, რომელიც პატარა გმირის უცნაურ და საოცარ მოგზაურობაზე გვიყვება. პეპი აღმოჩნდება ზღვის სამეფოში, სადაც შადრევნები ცოცხლად ღელავენ, ტალღები მუსიკას იმეორებენ და ყოველი ნაბიჯი ახალ საიდუმლოს ხსნის.
ეს არის ამბავი მამაშვილობაზე, მეგობრობაზე, მხნეობაზე და იმ ძალაზე, რომელსაც მხოლოდ სუფთა გული ფლობს.
20 დეკემბრიდან თბილისის ცირკი მაყურებელს წარმოუდგენს დაუვიწყარ სანახაობას, სადაც მთელი მოქმედება შადრევნების შოუს ნაწილია. სპეციალურად შექმნილი არენა გადაკეთდება ზღვის მეფის სამეფოდ: 110,000-ლიტრიანი წყლის აუზი ,700-მდე შადრევანი, რომელიც 18 მეტრის სიმაღლემდე აღწევს.
მოძრავი პლატფორმები და სინათლის ფანტასტიკური ეფექტები ქმნის ცოცხალ, მოძრავ, ფერად ზღვას, რომელშიც თავად ზღაპარია ჩაშენებული.
სცენაზე მაყურებელს დახვდებიან ზღაპრის მონაწილე:
საოცარი აკრობატები
ბალანსის უნიკალური ოსტატები
საჰარო ნომრების შემსრულებლები
უმხიარულესი პროფესიონალი ჯამბაზები
და ასევე — ძაღლები, კატები და ბატები, რომლებიც შადრევნების ფონზე ქმნიან თბილ და მხიარულ გარემოს
ყველა ნომერი სინქრონულად ერწყმის წყლისა და სინათლის დინამიკას, რაც შოუს ნამდვილ ზღაპრულ ენერგიას მატებს.
„პეპი და ზღვის მეფე“ — ეს არის ახალი საახალწლო შედევრი, რომელიც მაყურებელს ზღვის ფერად სამყაროში მიიწვევს და აქცევს მათ თავად ზღაპრის თანამონაწილეებად.
ასაკობრივი შეზღუდვა: 1+
5 წლის ჩათვლით ბავშვის ბილეთი უფასოა (მშობელს შეუძლია თავისივე სკამზე დაისვას), ხოლო 5 წლის ზევით ყველას სჭირდება ბილეთი
ბილეთები არ იცვლება/არ ბრუნდება
