Peggy Gou თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Peggy Gou

Peggy Gou

Peggy Gou
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან160
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
22:00
160 ₾ - 600
160 ₾ - 600
ვრცლად

აღწერა

24 აპრილს - Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, ელექტრონული მუსიკის სცენის სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორეელი დიჯეი და პროდიუსერი - PEGGY GOU – Radio City (District 4)-ში დაუკრავს.

 

ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე არტისტმა თუ მოახდინა ისეთი გავლენა პოპულარულ კულტურაზე, როგორიც PEGGY GOU-მ. ანდერგრაუნდიდან გლობალურ აღიარებამდე, PEGGY ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სახელი გახდა არამხოლოდ საცეკვაო მუსიკის ინდუსტრიაში. როგორც მუსიკალური ლეიბლისა და დიზაინ ბრენდის Gudu-ს დამფუძნებელი, PEGGY GOU თავის კრეატიულ იდეებს ელექტრონული მუსიკისა და ალტერნატიული კულტურის განვითარებაში ახორციელებს, რაც მის პირად ხედვას ასახავს და უნივერსალურად არის სინთეზირებული.

 

კორეიდან ლონდოში სწავლისთვის გადასვლის შემდეგ, უნიკალური ხედვებისა და ინდივიდუალიზმის წყალობით, PEGGY-მ მნიშვნელოვანად დიდი ნაბიჯები გადადგა თავის კარიერაში. GOU-ს ბუნებრივმა შეგრძნებამ ჰაუს და ტექნო მუსიკის მიმართ, თვისობრივად შეცვალა მისი შემოქმედება, რამაც მას სწრაფად მოუტანა გლობალური წარმატება და მალევე მისი ტრეკები ჰიტად იქცა: Gou Talk, It Makes You Forget (Itgehane), Starry Night, Jigoo (ამერიკელ ჰაუს მუსიკის ლეგენდასთან მორის ფულტონთან) და Nabi (კორეელ არტისტ OHHYUK-თან ერთად), ასევე I Go – ტრეკი რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ PEGGY-ს ჰიტებმა წარმოშვა გლობალური ტურნეს აუცილებლობა, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს წამყვანი კლუბები და ფესტივალები, როგორებიც არის: Glastonbury, Dekmantel, De School და Printworks, ასევე მისი კურატორობით შექმნილი ერთ დღიანი ფესტივალი ,,Pleasure Gardens'', რომელიც ყოველწლიურად ლონდონის Finsbury Park-ში, უკვე წლებია იმართება.

 

PEGGY-ს მუსიკალური სელექცია, ღია მუსიკალურ ფილოსოფიას მოიცავს, რაც სხვადასხვა საინტერესო მიმართულების გავლენების სპექტრით ხასიათდება: J Dilla-დან Patrick Cowley-მდე, Yellow Magic Orchestra-დან DJ Sotofett-მდე.

 

PEGGY GOU-ს ტრეკი ,,(It Goes Like) Nanana'' სწრაფად გახდა მსოფლიო ფენომენი. აღნიშნულმა ტრეკმა მოიპოვა პირველი პოზიცია სინგლების ჩარტებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მსმენელმა ის ძალიან მალე შეიყვარა. უნდა აღინიშნოს რომ ,,(It Goes Like) Nanana'', ნამუშევრით, PEGGY-მ გარდატეხა მოახდინა, როგორც ანდერგრაუნდ ასევე ელექტრონული მუსიკის სხვა სცენებზეც, რაც თავისმხრივ არტისტის უნიკალურობასა და მრავალმხრივობას უსვამს ხაზს.

 

ფოტო და ვიდეო

Peggy Gou

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება