პოლ ლუისი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პოლ ლუისი

პოლ ლუისი

პოლ ლუისი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
ქართული

განრიგი

16.06.2026
სამშაბათი
20:00
25 ₾ - 55
25 ₾ - 55
ვრცლად

აღწერა

პოლ ლუისი აღიარებულია მისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პიანისტად. ბეთჰოვენისა და შუბერტის საფორტეპიანო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილმა მისმა საკონცერტო ციკლებმა მსოფლიოს მასშტაბით ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა როგორც კრიტიკოსების, ისე მსმენელების მხრიდან და საბოლოოდ განამტკიცა მისი, როგორც კლასიკური რეპერტუარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ინტერპრეტატორის, რეპუტაცია.

 

მის მრავალრიცხოვან ჯილდოთა შორისაა Royal Philharmonic Society-ის „წლის ინსტრუმენტალისტის“ პრემია, ორი Edison Award, სამი Gramophone Award, Diapason d’Or de l’Année, Preis der Deutschen Schallplattenkritik, Premio Internazionale Accademia Musicale Chigiana და South Bank Show Classical Music Award. იგი ფლობს ლივერპულის, Edge Hill-ისა და საუთჰემტონის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხებს, ხოლო 2016 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის (CBE) წოდება.

 

პოლ ლუისი რეგულარულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის ბერლინის, ბოსტონის, ჩიკაგოს, ლონდონის, ბავარიის რადიოტელევიზიის, ნიუ იორკის, ლოს ანჟელესის და კლვილენდის და ორკსტრებთან.

 

პოლ ლუისი სწავლობდა ლონდონის Guildhall School of Music and Drama-ში ჯოან ჰევილთან, ხოლო მოგვიანებით - ალფრედ ბრენდელთან. იგი ასევე გახლავთ გაერთიანებულ სამეფოში, ბაკინჰემშირის კამერული მუსიკის ფესტივალის — Midsummer Music-ის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

„არსებობს ბეთჰოვენის სონატების არაერთი გამორჩეული ჩანაწერი როგორც წარსულის დიდ ოსტატთა, ისე თანამედროვე შემსრულებელთა მიერ. თუმცა, თუ ერთი სრული გამოცემის რეკომენდაცია მომიწევდა, არჩევანს პოლ ლუისის ბრწყინვალე ჩანაწერებზე შევაჩერებდი.“

 

ფოტო და ვიდეო

პოლ ლუისი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება