ტექნო მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური არტისტი, გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი - Paul Kalkbrenner (LIVE) დაუკრავს. მას კი ლოკალური სცენის არტისტები: BREATHDUB,ENDORPHINS და GURI DE SAL უმასპინძლებენ.
პოლ კალკბრენერი ცეკვის მუსიკის განუყოფელი ნაწილია. იგი დაიბადა და გაიზარდა ტექნოს „ოქროს ეპოქაში“ — როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, ის
თორმეტი წლის იყო, ხოლო მოზარდობის წლები რეივებზე გაატარა. მან მალევე დაიწყო დიჯეინგი და ვინილების შეგროვება, იმ დროს, როდესაც ელექტრონული ცეკვის მუსიკის პირველი დიდი ტალღა ქალაქს წარუვალი ძალით მოედო. თუმცა მალევე მიხვდა, რომ დიჯეინგი მისთვის იყო შეზღუდული და მთელი ყურადღება საკუთარი მუსიკის შექმნასა და ცოცხლად შესრულებაზე გადააქცია. ის კვლავ აგრძელებს მსოფლიო ტურნეებს – 2023 წელს სრულად გაყიდა ბერლინის კულტურული მემკვიდრეობის სივრცე Wuhlheide, ხოლო 2024 წელს – Waldbühne, ორივე შემთხვევაში 20,000-ზე მეტი მაყურებლის თანდასწრებით. 2024 წელს მან ასევე მოახერხა თითქმის 100,000 ბილეთის გაყიდვა ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტებისთვის.
მიუხედავად გრანდიოზული პროექტებისა და მთავარ სცენებზე გამოსვლებისა, პოლ კალკბრენერის კარიერა კვლავ მჭიდროდ უკავშირდება ტექნოს. იგი რჩება
ელექტრონული მუსიკის ავანგარდში – ურყევი, დამოუკიდებელი და მუდმივად გულწრფელი.