პატერსონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პატერსონი

პატერსონი

პატერსონი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ინგლისური, რუსული

აღწერა

ყველაზე ლირიკული და თბილი ფილმი ჯიმ ჯარმუშის შემოქმედებაში.

მძღოლი გვარად პატერსონი ცხოვრობს პატარა ქალაქში, სახელად პატერსონი.
ის წერს ლექსებს უბრალო, უმნიშვნელო საგნებზე — ისეთებზე, რომლებიც ასე ახლოს არიან ადამიანებთან, რომ ბოლოს ისინი ვეღარ ამჩნევენ მათ.
მაგალითად — ასანთის კოლოფზე.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის თავის ლექსებს აჩვენებს — პატერსონის ცოლი, ლოლაა.

ფილმში გმირს მთელი გზა ახლავს ტყუპების თემა — ეს მოტივი დიდი ხანია ჯარმუშის შემოქმედებაში ფიგურირებს.
თავად პატერსონი თითქოს თავისი ქალაქის ტყუპისცალია: მარტივი, ზომიერი, მშვიდი და ლამაზიც.
მისი რითმები მარტივია, ზოგჯერ — პრიმიტიულიც.
მარტივია და გულწრფელიც მთელი ფილმი.

თანამედროვე, განებივრებულ მაყურებელს უჭირს დაიჯეროს, რომ აქ ორმაგი ქვეტექსტი არ არის.
ზოგს ფილმი ჰგონია ირონიული,
ზოგს — შეგნებულად მოსაწყენი,
ზოგს — ავტორის თვითციტატებით სავსე,
ზოგს კი უბრალოდ — ლამაზი.

რას დაინახავთ თქვენ?

ფოტო და ვიდეო

პატერსონი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება