23 მაისს, 17:00 საათზე Gastro School-ში გაიმართება იტალიური მასტერკლასი შეფთან, ლუკა თოდუასთან ერთად. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ახლოდან გაეცნონ პასტისა და რავიოლის მომზადების ტექნიკებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ლუკასგან ისწავლონ ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ავთენტურ იტალიურ კერძებს განსაკუთრებულ გემოსა და ხასიათს სძენს.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+